რუბრიკები
ღუმელში შემწვარი არომატული კარტოფილი სუნელებით
ინგრედიენტები:
- კარტოფილიმ1 კგ
- ზეითუნის ზეთიმ4 ს.კ
- წითელი წიწაკამ1 ან გემოვნებით
- ნიორი 1-2 კბილი
- მარილი
- ლიმონის წვენი 1 ს.კ
- ლიმონის ცედრა 1 ს.კ
- ქინძი დაჭრილი, 2 ს.კ
-
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.შეარჩიეთ პატარა კარტოფილები, იდეალურია ახალი კარტოფილი. კარგად გარეცხეთ და გაჭერით ორად. გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე, მოასხით 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი, მოყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ, რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს.
შედგით ღუმელში 30-40 წუთი, სანამ არ დაიბრაწება.ამასობაში მოამზადეთ სოუსი. წიწაკა წვრილად დაჭერით, მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი, დაღერღილი წიწაკაც. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ლიმონის ცედრა, წვენი და 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.
მოასხით ცხელ-ცხელ კარტოფილს, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ამოურიეთ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები