დევნილთა ახალი მოწმობების გაცემა 1 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ განუცხადა.
ქოჩუას განმარტებით, დევნილთა სამინისტროს თავდაპირველი გადაწყვეტილებით დევნილთა ახალი მოწმობების გაცემა დღეს, 31 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დევნილთა სამინისტრომ ეს პროცესი მიმდინარე წლის 1 ივნისამდე გადაავადა, ვინაიდან დევნილთა დიდ ნაწილს აღნიშნული მოწმობები ჯერ არ აუღიათ.
ქოჩუა აქვე დასძენს რომ დევნილებს, რომლებსაც ამ დრომდე არ აუღიათ ახალი დევნილთა მოწმობები, შეუძლიათ მიმართონ ლიბერთი ბანკის ფილიალებს თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აიღონ ახალი მოწმობები.
მასალის გამოყენების პირობები