"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია დღეს, 31 მარტს, ფინანსურ პოლიციაში დაკითხეს.
ლაშა დამენიას თქმით, კითხვები თბილისის მერიის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობის პერიოდს შეეხებოდა. „ეს,ისეთი თემა იყო, რომ მისთვის დროის დათმობა არ ღირდა. ბოლო ერთი კვირაა, რაც საშტაბო მუშაობა დავიწყეთ და ეტყობა შეშინდნენ. ხუთი აბსურდული კითხვა დამისვეს, რომელსაც ხუთი წლის ბავშვიც არ დასვამდა. მაგალითად, ერთი ასეთი კითხვა იყო: ვიყავი თუ არა კომპეტენტური აღნიშნულ ადგილზე მემუშავა. ამ დაკითხვის მიზანი პოლიტიკური ზეწოლა იყო.“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაშა დამენიამ.
ცნობისთვის,ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი-“ს საარჩევნო შტაბს ლაშა დამენია უკვე წლებია ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები