Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/i1395641837572810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/i1395641837572810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/i1395641837572810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/i1395641837572810.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე ზუგდიდში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, დაკავებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე. ასევე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უფლებამოსილების გადამეტებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია მიეცა პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.