რუბრიკები
ლევან დარასელიას ბრალდების საქმეზე დაზარალებულად მიჩნეული პირი დაიკითხა
ტოტალიზატორის დაცვის თანამშრომლის ცემასა და ძარცვაში ბრალდებულ ლევან დარასელიას საქმეზე, დაზარალებულად მიჩნეული რობერტ გაბისონია დაიკითხა .სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 1 აპრილს გაიმართა. დაცვის მხარეს ორი ადვოკატი იოსებ ჯანაშია და ვახტანგ გაბედავა შეუერთდა. მხარეებმა დაზარალებულად მიჩნეულ გაბისონიას დაკითხვა ჯვარედინად აწარმოეს. მისი თქმით, მას ლევან დარასელია 2014 წლის 19 ინვარს ამოუცნობ პიროვნებასთან ერთად თავს დაესხა და სცემა. „ლევანი და მეორეც ხის ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები, ლევანი როცა მირტყამდა მეორე ჩემს ჯიბეში იქექებოდა,“-აღნიშნა გაბისონიამ .
მისივე თქმით ,მეორე პიროვნება მისთვის უცნობი იყო და ახსოვს მხოლოდ ის, რომ დარასელიამ მას სახელ პაპუნათი მიმართა, ცემის დროს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და არანაირ საუბარს მათ შორის ადგილი არ ჰქონია, როგორც ბრალებულად მიჩნეულმა განმარტა, მას დახლოებით 5 წუთის განმავლობაში სცემდნენ, ხოლო როცა იგი დაეცა თავი დაანებეს და გაიქცნენ, მათ არ წაუღიათ დაზარალებულის მობილური ტელეფონი, თუმცა როგორც თვითონ ამტკიცებს გასტაცეს თანხა 30 ლარის ოდენობით.
პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაზარალებულის დაკითხვის დროს ასევე ცნობილი გახდა, რომ დარასელიასა და გაბისონიას შორის კონფლიქტური ურთიერთობა 19 ნომბრამდე დაახლოებით 10 დღით ადრე ტოტალიზატორში მომხდარი ინციდენტის დროს დაიწყო. ბრალდებულის მამა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი დაპირისპირების დროს გაბისონიამ დარასელიას მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა გაბისონიამ დღეს დაკითხვის დროს აღნიშნული ფაქტი უარყო.
ლევან დარსელიას ბრალი სისიხლის სამართლის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედება, რაც ჯგუფურ ძარცვას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. შემდეგი სასამართლო სხდომა დარასელიას საქმეზე 29 აპრილს ჩიანიშნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები