2 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას დაათვალიერებს, რის შემდგომ ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა.
პრემიერი სოფელ ხურჩაში ახლად დაგებულ გზას გახსნის, ესტუმრება სასაზღვრო საგუშაგოს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
დღის მეორე ნახევარში, ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას დაათვალიერებს, ხოლო სოფელ რუხში, იმ ტერიტორიას, სადაც რეგიონული საავადმყოფო აშენდება.
პრემიერი ზუგდიდში დადიანების სასახლესაც ესტუმრება, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა მოსახლეობასთან.
3 აპრილს, კი ბათუმში დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ახალგახსნილ მუსიკალურ სასწავლებელს დაათვალიერებს და სარფში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნობა.
ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები