Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/76dea8fc-6862-46ee-851b-bffe26b2c94d.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
Apple-მა "გამჭვირვალე" ტექნოლოგია დააპატენტა
Apple-მა "გამჭვირვალე" სმარტფონის უნიკალური ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც კორპორაციას საშუალებას მისცემს, გამჭვირვალე iPhone-ი გამოუშვას, - წერს The Independent-ი. არის ერთი პრობლემა, რომელიც სმარტფონზე მიჯაჭვულმა მომხმარებელმა კარგად უწყის - ქუჩაში მოძრაობისას რთულია თან მოკლე ტექსტური შეტყობინება აკრიფო და თან გზაზე კონცენტრირდე, რამეს ან ვინმეს რომ არ დაეჯახო. გააცნობიერა რა, რომ სმარტფონის გვერდზე გაწევა და წინ გახედვა ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ადამიანებისათვის გამოსავალს აღარ წარმოადგენს, Apple-მა ჭეშმარიტად უნიკალურ გადაწყვეტას მიაგნო, რომელიც საშუალებას იძლევა, ვიდეოგამოსახულების პროექცირება სმარტფონის ეკრანზე მოხდეს. სმარტფონი გამჭვირვალე უკანა კამერის წყალობით ხდება - ეკრანზე ჩანს გამოსახულება, რომელსაც კამერა იღებს. ეკრანის გამჭვირვალეობა კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ტექსტური შეტყობინება სიარულის დროსაც დაწეროს, ამასთან ისე, რომ გზაზე არსებული დაბრკოლება ეკრანზევე დაინახოს. "გამჭვირვალე" სისტემის გააქტიურება სპეციალური ღილაკით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, იგივე ფუნქციის გამოყენება შესაძლებელი იქნება ibooks-სა და ვებბრაუზერებში. როგორც ირკვევა, კორპორაცია Apple-ს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დაპატენტების შესახებ განაცხადი ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში შეუტანია აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების განყოფილებაში, თუმცა მედიამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გაიგო. ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს დღის სინათლეს აღნიშნული სიახლე და როდის ამოისუნთქავენ სმარტფონზე მიჯაჭვული მომხმარებლები ქუჩაში სიარულისას ორმაგი ყურადღების დაძაბვისაგან. ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ტექნოლოგიური გიგანტი მოპოვებული პატენტი პროგრამული უზრუნველყოფის მორიგ განახლებულ ვერსიაში გამოიყენოს. iOS 8-ის გამოშვებას Apple-ი სექტემბერში გეგმავს. წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.