Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/unnamed.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/unnamed.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/unnamed.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/unnamed.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„შეიცვალე აზრი“ - გაეროს განვითარების პროგრამის კამპანია სამეგრელოში
ზუგდიდისა და ფოთის ქუჩებში უკვე რამდენიმე დღეა გაჩნდა სტენსილები გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ეს არის გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება, რომელიც 2013 წლის დეკემბერში თბილისში დაიწყო. ტროტუარებზე გაკეთებულ ასეთივე შინაარსის წარწერებს თბილისში, თელავსა და გურჯაანში დიდი  გამოხმაურება მოჰყვა.ზოგი გაბრაზდა,ზოგიც ცდილობდა ამოეცნო, რისი თქმა სურდათ კამპანიის ავტორებს, რომელთა ვინაობას ასევე დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოება.

საინფორმაციო კამპანია ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულ  კვლევას, რომელმაც შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგების შედარებამ ადრე ჩატარებულ მსგავს კვლევებთან ცხადჰყო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იზიარებენ მსგავს შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და სტერეოტიპებს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, სჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში, კაცს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხულთა 68%. 

კვლევის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.ge.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/GE_UNDP_Gender_Research_GEO.pdf

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა Facebook-ის გვერდი - „შეიცვალე აზრი” (https://www.facebook.com/sheicvale ), რომელსაც უკვე 40 000-ზე  მეტი მოწონება აქვს.

კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.