Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/2014032513051227314.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/2014032513051227314.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/2014032513051227314.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/2014032513051227314.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პრემიერი "ბლოკ ჯორჯიას" ერთი თვის ვადას აძლევს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" დევნილთა საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვის ვადას აძლევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა. "სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია ხარისხიანად აშენდეს. მშენებარე კომპანიები დაისჯებიან. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ დავით დარახველიძეს. პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულ დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ჰყოფს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა. "ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის შენდება. ამდენი წლის შემდეგ, თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი - ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს. "ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად იცხოვროთ. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდითაა", - მიმართა პრემიერმა დევნილებს. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 - დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამატებით 50 დევნილი დასაქმდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რის შედეგადაც დევნილ ოჯახებს 256 ბინა გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილს მშენებლობაზე დახვდნენ დევნილები, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი არ ჰქონდათ. მათ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, 74-ბინიან კორპუსში ბინები გადაეცათ, რისთვისაც პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.