ზუგდიდის რაიონ სოფელ შამგონადან გატაცებული ადგილობრივების დასაბრუნებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
რუსეთის სამხედროებმა სამი ადგილობრივი - მამუკა ბერია, სულხან და მურად წყაროზიები გუშინ გაიტაცეს. ისინი მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ.
დაკავებულები სავარაუდოდ გალის მილიციის შენობაში არიან გადაყვანილები.
მასალის გამოყენების პირობები