ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის"
ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის
შემსრულებელი გიორგი თოდუა რადიო „ათინათთან“ საუბარში განმარტავს,
რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში უკვე მიმდინარეობს მზადება
განსახრციელებული სამუშაოებისთვის. თოდუა, აქვე დასძენს რომ "სოფლის
მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ზუგდიდის
მუნიციპალიტეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ რვაას
ათასი ლარი გამოეყო. როგორც თოდუა რადიო „ათინათთან“ საუბარში ყვება,
"სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში ადგილობრივებმა
პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ბაღების
რეაბილიტაცია, ამბულატორიების მოწყობა და ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა
დაასახელეს. „ მოსახლეობასთან შეხვედრისას, როგორც ინფრასტრუქტურული,
ასევე სახვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა. რამდენიმე სოფელში
საბავშვო ბაღები სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ამასთან შემიძლია
გითხრათ, რომ ერთ წელიწადში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო
ბაღი იქნება რეაბილიტირებული, რადგან შეიძლება ითქვას ეს არის
გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. “- უთხრა რადიო „ათინათს“ თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები