მარტვილში ამბროსი ხელაიას სახელობის კულტურის ცენტრში ბულგარელი ფოტოხელოვანის ივო ხაჯიმიშევის ფოტოგამოფენა - „ბალკანეთის ხელნაწერთა მემკვიდრეობა“ მიმდინარეობს.
ივო ხაჯიმიშევი ოცამდე ფოტოკოლექციისა და ფოტოსესიის ავტორია. ამჯერად მან ქართველ საზოგადოებას წარუდგინა ბალკანეთის ხელნაწერი მემკვიდრეობა და პეტრიწონის მონასტერი.
ბულგარეთის საელჩოსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით მიმდინარე წელს ექსპოზიცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოიფინება.
მასალის გამოყენების პირობები