16 წლის ელა ბირშს, კენტიდან, იმდენად წარმოუდგენლად მიაჩნდა მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება, რომ ის დაუფიქრებლად ჩავიდა წვიმის სანიაღვრე ლუკში, რომელშიც მობილური ჩაუვარდა. მისი ეს „მამაცი“ საქციელი საკმაოდ კომიკურად დასრულდა: ქალიშვილი ორმოში გაიჭედა. მის დასახმარებლად მაშველები გამოიძახეს. თვითმხილველების თქმით, ელა მშვენიერ განწყობაზე იყო, მას მხოლოდ დაკარგული ტელეფონის ბედი აღელვებდა. ბირში კანალიზაციიდან ამოიყვანეს, თუმცა მობილური ტელეფონი გატეხილი აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები