მიმდინარე წლის 5 აპრილს, ქალაქ ჯვარში, ლიის, ფახულანის, ჭალეს, მუჟავას, ეწერისა და ჩქვალერის მოსახლეობის შეკრება იგეგმება.
როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით ჭიჭინაძე განმარტავს, შეკრების მიზანია ჯვარის ცალკე მუნციპალური ერთეულის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირება.
აქვე ჭიჭინაძე დასძენს, რომ აღნიშნულ შეკრებასთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებები მთლიანად და მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიც ინფორმირებულია.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეკრება არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფოკუსირებული ჯვარის ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე მოქალაქეების ერთსულოვნების გამოხატვა.“, - განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბარში ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან ზემოაღნიშნული ინიციატივის დისკრედიტაცია მიმდინარეობს და ცრუ ცნობები ვრცელდება.
5 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე მოქალაქეთა ჯგუფის სახელით შეკრებაზე დასწრების თხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს , რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს, სამთავრობო კომისიას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს გაეგზავნა.
ამავე თმაზე:
მასალის გამოყენების პირობები