2 აპრილს, შამგონა-თაგილონის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული სამი ქართველი: მამუკა ბერია, სულხან და მურად წყაროზიები, გალში გამართულ სასამართლო პროცესზე გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ეს ინფორმაცია რადიო“ათინათს“ ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას რწმუნებულმა გოჩა შენგელიამ მიაწოდა.
„დეტალები ბიჭების გათავისუფლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი,მე დამიკავშირდა ერთ-ერთი გატაცებულის მშობელი,რომელმაც დამიდასტურა,რომ გარკვეული თანხა გადაიხადეს.“-დასძინა გოჩა შენგელიამ.
ცნობისთვის,სასამართლო პროცესი გალის რაიონში დღეს გაიმართა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობით, ქართველებს, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარზე 2 აპრილს რუსმა სამხედროებმა დააკავეს, საზღვრის უკანონო გადალახვა ედებოდათ ბრალად, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები