დღეს, წალენჯიხაში ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნის მოთხოვნით აქცია იგეგმება. აქციაზე ჯვარის ცენტრში ადგილობრივი და სოფლების: ლიას, ფახულანის, ჭალის, მუჟავას, ეწერისა და ჩქვალერის თემების მოსახლეობა შეიკრიბება. ადგილობრივები 2006 წელს ჩამორთმეული თვითმმართველი ერთეულის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ, რის შესახებაც მათ 2013 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართეს.
2014 წლის 17 მარტს სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ განიხილა აღნიშნული ინიციატივა და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჯვარში აცხადებენ, ხელისუფლებას დღემდე მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, რის გამოც მოსახლეობა პასუხს ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები