2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ გაირკვეს ,თუ სად გაუჩინარდა გოგიტა აბულაძე. დაკარგულის დედის, ცინარა აბულაძის განცხადებით, სანამ საქმის გამოძიება არ მოხდება, ის აქციებს არ შეწყვეტს.
გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან , სასტუმრო „ანაკლიაში" წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, სადაც ეწერა:
„გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია.
ცინარა აბულაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის დროს, ოჯახის წევრებს პირობა მისცა, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდებოდა, თუმცა დღემდე უცნობია თუ რა პირობებში მოხდა გოგიტა აბულაძის გაუჩინარება.
ამ დრომდე აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია,ადგილზე არც სამართალდამცავები გამოჩენილან.როგორც რადიო"ათინათის" კორესპოდენტი იუწყება,გოგოტა აბულაძის და შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები