ჯანდაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია „დეას“ ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებით, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში ჯანსაღი ცხოვრების წესსზე დისკუსია გაიმართა. ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესსზე მათ მიერ მომზადებული კლიპის პრეზენტაციაც გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც „დეას“ ახალგაზრდული კლუბის წევრები, ასევე სპორტისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ახალგაზრდული კლუბის წევრების თქმით, შეხვედრის ძირითად მიზანს ახალგზარდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყების ხელშეწყობა წარმოადგენს.
შეხვედრა შვედეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ჩემი უფლებები,ჩემი ხმა“ ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები