იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულის გურამ ლაშქარავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ლაშქარვა უდანაშაულოა და მას იარაღი და ნარკოტიკი სამარალდამცავებმა „ჩაუდეს“.
„პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ ჩემს მეუღლეს სამართალდამცავებმა თანამშრომლობა შესთვაზეს, რასაც გურამი არ დათანხმდა. ამის შემდეგ მას გამუდმებით ემუქრებოდნენ და უთვალთვალებდნენ. ადამიანს, რომელსაც დაჭერით ემუქრებიან იარაღს ან რამე უკანონო ნივთს ჩაიდებდა?“ - ამბობს ლაშქარავას მეუღლე ირმა კუჭავა, იგი ასევე არ გამორიცხავს , რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს.
ლაშქარავას დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევს მისი ადვოკატი ლადო სანიკიძე, მისი თქმით დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა იწყება, პრკოკურორს კი საქმეში წერილობითი მტკიცებულება აქვს ჩადებული, რომლის მიხედვითაც მას ამ ადამიანების ჩვენება არ მიაჩნია მნიშვნელოვნად და ამბობს რომ , არ სჭირდება.
ცნობისთვის: გურამ ლაშქარავა სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ფოთში დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მეორე „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშუალებებისთვის ედება.
მასალის გამოყენების პირობები