აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
რადიო „ათინათთან“ საუბარში სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის წევრმა ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ აუტიზმი ნეირო განვითარებადი დაავადების ჯგუფს მიეკუთვნება და ხასიათდება ურთიერთობების , კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით .
სტატისტიკური მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში 1010 ბავშვიდან ერთი აუტიზმით არის დაავადებული. ციცინო შენგელია აღნიშნავს, რომ აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა ერთობლივად მოხდეს ამ ადამიანების გამოვლენა და მათი ოჯახებისთვის, მოვლა განვითარებისთვის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე ასოციაცია „დეას „აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ დაავადების მიმდინარეობისა და განვითარების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს გააცნო.
ცნობისთვის: 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღედ გამოაცხადა , საქართველოში კი ამ თარიღს 2011 წლიდან აღინიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები