მისი თქმით, სამთავრობო კომისიის მიერ კონსტიტუციის ფარგლებში გაცემული 20- დღიანი ვადა დღეს ამოიწურა. „ხვალ და ზეგ უკვე გვექნება აღნიშნულ საკითხზე ყველა მოსაზრება და მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებაც, რომელიც სამთავრობო კომისიას განსახილველად წარედგინება", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭიჭინაძემ.
აქვე მან დასძინა, რომ სამთავრობო კომისია საკითხს განხილვის შემდეგ გადაუგზავნის პარლამენტს ,რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცნობისთვის: 8 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ჯვარის ცალკე მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების საკითხს, კენჭი 16 -მა დეპუტატმა უყარა, აქედან 11- მა ჯვარის ცალკე მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების წინააღმდეგ მისცა ხმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დ. ჭიჭინაძემ განმარტა ,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კომისიისთვის საკრებულოს გადაწყვეტილების მიწოდება იყო."საკრებულო არ არის ვალდებული გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს საკითხი,ეს მთავრობის პრეროგატივაა." თქვა ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები