ზუგდიდში, 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. გამთენისას, ზუსტად იმ დროს, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მოქმედ ტაძრებში გლოვის ზარები ჩამოკრეს.
9 აპრილის მემორიალთან მეუფე გერასიმემ პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს "მოძრაობა ზუგდიდის დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც, გუბერნიის შენობის პირველ სართულზე თეატრალიზებული აქცია გამართეს .
პერფორმანსს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები