9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ასოციაცია „ათინათისა“ და “ph –international”-ის პროექტის სამოქალქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ენგურ ქაღალდ კომბინატის სპორტ დარბაზში ჩატარდა. სკოლის მოსწავლეებს შორის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სამოქალქო კლუბების ორგანიზატორობით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის 60-მა მოსწავლემ მიიღო, რომელთა ასაკობრივი ზღვარი 15,14 და 13 წელს შეადგენდა. ღონისძეიბის ორგანიზატორებს მხარდაჭერა ენგურ-ქაღალდ კომბინატის სპორტ დარბაზის დირექტორმა გოჩა ჩოკორაიამ გაუწია. შეჯიბრის მიმდინარეობას თავისუფალ ჭიდაობაში ,სპორტ სკოლის მწვრთნელი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი რუსლან დარსანია ხელმძღვანელობდა.შეჯიბრის დასასრულს გამარჯვებულებს სიგელი და სიმბოლური პიზები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები