საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ზუგდიდში მოქალაქეებს ხვდება. მასთან შეხვედრის სურვილი ამ დრომდე 50-მდე ადამიანმა გამოთქვა. ნანუაშვილი მოქალაქეების მიღებას, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში, ამ წუთებშიც აგრძელებს. მათ შორის იმყოფებიან:სტიქიის შედეგად დაზარალებულები, საკუთრება წართმეული პირები, უკანონოდ გასამართლებულები და ასევე, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ახლობლები.
ცნობისთვის: სახალხო დამცველმა რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრა 7 აპრილიდან დაიწყო. შეხვედრები სახალხო დამცველის რეგიონულ ორგანიზაციებში ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია პირადად უჩა ნანუაშვილს მიაწოდონ.
მასალის გამოყენების პირობები