ინგრედიენტები:
ვაშლი 4
გარგრის ჩირი 50 გ
ქიშმიში 3 ს.კ
ნიგოზი 50 გ
დარიჩინის ჩხირი 4
შაქარი 4 ს.კ
კარაქი 4 ს.კ
ფორთოხლის წვენი 100 მლ
მომზადების წესი:
ვაშლს ამოაცალეთ გული, ისე რომ ძირი არ დაუზიანოთ.
დაჭერით გარგრის ჩირი და ნიგოზი, დაამატეთ ქიშმიში, შაქარი, გამდნარი კარაქი და გაანაწილეთ 4 ვაშლზე. ჩაუდეთ დარიჩინის ჩხირიც. გადაიტანეთ ფორმაში და მოასხით ფორთოხლის წვენი.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით დაახლოებით 30 წუთი, სანამ დარბილდება, თან ხშირად ასხით ზემოდან ფორთოხლის წვენი.
მიირთვით თბილი
მასალის გამოყენების პირობები