სახალხო დამცველმა, დღეს ზუგდიდში ყოფნის დროს ხურჩაში მიმდინარე გატაცებებზე გააკეთა კომენტარი.
10 აპრილს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხურჩაში იმყოფებოდა და მოსახლეობას გაესაუბრა. მისი თქმით, სოფლელებმა განუცხადეს, რომ ხშირია რუსი სამხედროების მიერ მოქალაქეთა გატაცების ფაქტები. რუსმა სამხედროებმა სოფლის ორი მკვიდრი 45 წლის გელა თორია და 51 წლის ტარიელ ბერია ორი დღის წინ დააკავეს. მოსახლეობის თქმით, დაკავებულები გალის მილიციაში იმყოფებიან.გელა თორიასა და ტარიელ ბერაიას ოჯახები სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებით ირჩენენ თავს და გამოსასყიდ თანხას ვერ გადაიხდიან.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად მუშაობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები