"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ და შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ დღეს, 10 აპრილს ანაკლიაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
თენგიზ გუნავამ აღნიშნა, რომ მას ანაკლიაში ბრიფინგი ჰქონდა დაგეგმილი, სადაც გაჩერებულ პროექტებზე უნდა ესაუბრა, რა დროსაც ანაკლიაში 20- მდე ავტომანქანით "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამოჩნდნენ და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.
გუნავა შს მინისტრს აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით მიმართავს. იგი შემთხვევას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს და თვლის,რომ ეს "მოსახლეობის დაშინებისკენაა მიმართული,ვინაიდან მათი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია."
მასალის გამოყენების პირობები