აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 59 წლის კონდოლიზა რაისი, Dropbox-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა,-განაცხადა კომპანიამ.
„ჩვენ მივესალმებით კონდოლიზა რაისს ჩვენს დირექტორთა საბჭოში. როცა ჩავიფიქრეთ დირექტორთა საბჭოს გაფართოება, დავიწყეთ ისეთი ლიდერის ძებნა, რომელიც დაგვეხმარებოდა გლობალურ ბაზარზე გაფართოებაში“, - განაცხადა ფაილების შესანახი კომპანიის პრესსამსახურმა.
კომპანიაში აღნიშნეს რაისის კარიერული მიღწევები. ის, სტენფორდის უნივერსიტეტის პრორექტორი იყო, შედიოდა Hewlett-Packard-ის და Charles Schwab-ის დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში. 2001- 2005 წლებში, კონდოლიზა რაისი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბუშის მეორე საპრეზიდენტო ვადაში კი,2005-2009 წლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყო.
Forbes-მა, ორჯერ (2004 და 2005 წლებში) აღიარა რაისი მსოფლიოში ყველაზე გავლენინან ქალად, ხოლო 2006 წელს ამ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
კონდოლიზა რაისის კომპანიაში აყვანის თაობაზე ინფორმაცია გაჟღერდა იმ ღონისძიებაზე, სადაც Dropbox-მა დააანონსა, რომMicrosoft Office-თან ინტეგრაციას იწყებს და ასევე Mailbox-ის განახლება და სერვისის ბიზნეს-ვერიის გამოშვება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები