ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ის პროკურატურის შენობაში ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად შევიდა. როლანდ ახალაიამ რადიო "ათინათს" განუცხადა ,რომ მისთვის უცნობია თუ რა საკითხზე დაიბარეს.
"ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია და პოლიტიკური დევნა ყაჩაღი ფარცხალაძის ხელმძღვანელობით, რომლებსაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძოდი", - აცხადებს როლანდ ახალაია.
ამ დროისთვის საოლქო პროკურატურის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის"წევრებიც იმყოფებიან .
მასალის გამოყენების პირობები