როლანდ ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურამ ანაკლიის სანაპიროზე დაგეგმილ საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობასთან დაკავშრებით დაიბარა.
ახალაია პროკურატურაში ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად გამოცხადდა.
როლანდ ახალაია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ - " მე არაერთხელ მითქვამს, რომ როცა მოვიგე არჩევნები ზუგდიდში ივანიშვილმა შემომითვალა, უნდა დამეთმო მოგებული არჩევნები თუ არადა ის მპირდებოდა, რომ დამიჭერდა. ამ გეგმას მიყვება ახლა და დღემდე მისდევს ამ გეგმას, პროვოცირებას უწევს დანაშაულს, თითქოს მე რაიმე სახის დანაშაული ჩამედინა. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ახლა "არქიპო" მთაწმინდის თავზე ზის და ბინძურ საქმეებს ავალებს თავის ვეზირს "ჰაკიმ ფაშას" და აი ეს პიარია თავიდან ბოლომდე", - განაცხადა მედიასთან საუბარში ახალაიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა საქმეში რაიმე სახის სამხილი, რომელიც პროკურატურაში დაბარების მიზეზი გახდა? ახალაიას გამარტებით, - "თქვენ როგორ ფიქრობთ მე 30 წელი ვიმუშავე პროკურატურაში პროკურორად და რამე დანაშაულს ჩავიდენდი და დავუტოვებდი რამე დოკუმენტს ან ამათ, ან ვინმე სხვას?! მე დასამალი არაფერი მაქვს მე ხალხის რჩეული ვარ და იმუნიტეტი მათ მომანიჭეს, არ ვაპირებ არაფრის დათმობას", - განაცხადა მედიასთან საუბარში ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები