აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდში დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორ ლევან შონიას შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 აპრილს, ზუგდიდსა და სოფელ დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდება.
„დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ღუდუშაურის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ჩაუტარებენ“, - განაცხადა ქეთევან ბაკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები