“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ხვალ ზუგდიდიან იწყებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძრვანელმა ლაშა დამენიამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან პროვოკაციების მოწყობას ხვალაც ელოდებიან და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ზუგდიდში ხვალ სტუმრებსაც ველოდებით, მათ შორის, დავით ბაქრაძეს, გიგი უგულავას, ნუგზარ წიკლაურს, გოკა გაბაშვილს, გიორგი ვაშაძეს და ა.შ. ვიცი, რომ ესენი აპირებენ ჩამოსვლას და ვნახოთ ვინ როგორ მოახერხებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაშა დამენიამ.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისინი ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არაფერს გეგმავენ.
„ჩვენ, პარტიის რაიონული ორგანიზაცია არაფერს ვგეგმავთ და მინდა გითხრათ, რომ გუშინ, ანაკლიაში მომხდარ ფაქტთან „ქარული ოცნების“ წევრებს კავშირი არ აქვს. იქ პარტიის წევრები არ ყოფილან, ხოლო რაც შეეხება მხარდამჭერებს, შეიძლება ყოფილიყვნენ, ამაში გეთანხმებით“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში ლაშა გოგიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაგეგმილი პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ მისცეს. მათ შორის ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას.
მასალის გამოყენების პირობები