ნატო არ აპირებს უკრაინაში სამხედრო ქმედებებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენი პოზიცია მკაფიოა და უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოგვარების ძიებაში მდგომარეობს. მიმაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა და დაძაბულობის შემცირებაში მონაწილეობა უნდა გახდეს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა დარწმუნდეს, რომ კოლექტიური თავდაცვა ეფექტურია.
მასალის გამოყენების პირობები