Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1366359165_nacionalebis_aqcia-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ლაშა დამენია: ჩვენს მხარდამჭერებს რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლმა გადაყვანაზე უარი უთხრა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ზუგდიდში ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს, თუმცა ,მანამდე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრობს. მისი ცნობით, ხობსა და სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიკროავტობუსის მძღოლებმა, ზუგდიდში გადაყვანაზე მოულოდნელად უთხრეს უარი. ამასთან, ლაშა დამენია ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლებს, მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებს. „ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენლები მიდიან მოსახლეობასთან, ზოგს სთხოვენ, ზოგს აშინებენ, რომ არ მოვიდნენ ჩვენს შეკრებაზე. „ჰაკიმ-ფაშა“ ერთი ხელით პოლიციელების კორდონს გვიკეთებს და ვითომ გვიცავს, მეორე ხელით კი ოცნების წარმომადგენლებს მოგვისევს ხოლმე“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ ლაშა დამენიამ. ლაშა დამენიას ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აბსურდულს უწოდებენ და ხალხის დაშინებას „ნაციონალების“ სტილს უწოდებენ. „ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში მიჩვეული იყო ამგვარი ხერხების გამოყენებას და ჰგონიათ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს. ამით, ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ პოლიტიკურად ჯერ კიდევ ცოცხლები არიან“, - აცხადებს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალების შემსრულებელი გიორგი თოდუა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას დღეს ზუგდიდიდან იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე ცენტრალური ხეივნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იქნება. მძღოლებს გადაადგილება კოსტავას ქუჩით შეეძლებათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.