სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ და მოძრაობის 20-მდე წევრმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ჩამოსვლა გააპროტესტა.
თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" სამეგრელოდან საარჩევნო ხმებს ვერ წაიღებს და საზოგადოებამ ისინი პოლიტიკური ასპარეზიდან ძალადობის გარეშე უნდა გაისტუმროს.
შეგახსენებთ, რომ დრეს ზუგდიდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. გიგი უგულავამ პარტიის მერის, გამგებლის და საკრებულოების კანდიდატები დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები