ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ მანიფესტაციაზე გიგი უგულავამ ადგილობრივ მოსახლეობას ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასილაია წარუდგინა.
თენგიზ გუნავა კი რაიონის გამგებლობისთვის იბრძოლებს, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ - გელა თოლორაია, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მოქმედი თავმჯდომარე ლევან კონჯარაია დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები