დღეს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" აქციის დაწყებამდე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა აქტივისტმა ლევან თორიამ , მათ მიერ პროვოკატორად მიჩნეულ ქალბატონს წითელი სითხე შეასხა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრისთვის ხელი არ შეუშლია, ის დროულად დაიწყო.
შეგახსენბთ, რომ დღეს,ზუგდიდში"ნაციონალური მოძრაობის"წინასაარჩევნო აქცია გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები