მშვიდობიანი აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ზუგდიდშიც გაიმართა. აღნიშნული აქცია ზუგდიდში "მოძრაობა ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის" ორგანიზებით გაიმართა.
"დღევანდელი აქციით ჩვენ ვუერთდებით თბილისში დაგეგმილ აქციას "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!". ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არის ილუზია. არა მტერთან ურთიერთობას!", - ამბობს "მოძრაობა ზუგდიდი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის" წარმომადგენელი ანი წითლიძე.
ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოება "ივერიის" ორგანიზებით, მშვიდობიანი აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები