საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ნერგაძე დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, პარლამენტსა და არასამთავროებს შორის კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას შეეხო. ამასთან, შეხვედრაზე უჩვენეს პარლამენტის ახალი ვებ საიტის ფუნქციები და შესაძლებლობები. ნერგაძის განცხადებით, პარლამენტის ვებსაიტზე უახლოეს ორ თვეში, ლაივსტრიმის საშუალებით , მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ ეთერში უყურონ ბიუროების, კომიტეტებისა და პარლამენტის სხდომებს.
მასალის გამოყენების პირობები