15 აპრილს გეგმიური პროფილაქტიკური სამუშოების ჩატარების მიზნით სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.
15 აპრილს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ზუგდიდი-3 ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 3375 აბონენტს (ქალაქის ნაწილი და სოფელი: ახალი სოფელი).
15 აპრილს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური ფოცხო-1 გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 781 აბონენტს(სოფლები: ფოცხო, ლეძაძამე, უშაფათი).
მასალის გამოყენების პირობები