Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC04893.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC04893.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC04893.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DSC04893.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ე. წ. სასმელი წყლის მილების საქმეზე ოლქის პროკურორი დაზარალებულებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მილების ამოღების საქმეზე სოფელ რიყის რამდენიმე მკვიდრი სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორს გიზო უბილავას შეხვდა. მათი თქმით, ისინი ოლქის პროკურორთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ. „შევხვდით პროკურორს, მშვიდი საუბარი გვქონდა, მაგრამ კამათიც იყო...მან აღნიშნა, რომ ის ამ თანამდებობაზე ახალი მოსულია და მანამდე რაც ხდებოდა პასუხს ვერ აგებს, ახლა კი მივიღეთ პირობა, რომ ამ საქმს  ბოლომდე მიიყვანს.  უახლოეს თვენახევარში იქნება საქმე ბოლომდე გამოიძიებული და მიღებული შედეგით კმაყოფილი იქნებითო. ასევე გვითხრა, რომ ამ საქმეზე ჯერჯერობით 3 კაცია დაჭერილი, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერს ვერ გეტყვითო“,- ამბობს რიყის მკვიდრი  ნუგზარ ვეკუა. მათივე განმარტებით, ოლქის პროკურორისგან,  ასევე მიიღეს პირობა, რომ უახლოეს დღეებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიასაც შეხვდებიან. რიყის მოსახელობასთან ერთად პროკურატურასთან მისული იყო სამოქალაქო მოძრაობა  „სამეგრელო ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია. „საზოგადოების აქტიურობამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პოზიციამ უკვე პირველი შედეგები გამოიღო. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კომუნიკაციით  ეს საქმე  ბოლომდე მივა და ეს იქნება ძალიან ძლიერი პრეცენდენტი, ისმისა ,რომ ქართველი ხალხი ზურგის შექცევას არავის აპატიებს“, - აცხადებს თენგიზ ჯგუშია. შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდი-მესტიას დამაკავშირებელი მაგისტრალი ერთი საათის განამავლობაში რიყის, რუხის, ტყაიას და ლიის მოსახლეობამ გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას და ასევე წყლის მილების უკანონოდ ამოღების საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებისგან სამ კაციანი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ოლქის პროკურორმა სამუშაო კაბინეტში მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.