ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრი ლევან თორია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. მას ბრალი მანიფესტაციის წესის დარღვევაში და წვრილმან ხულიგნობაში დასდეს. ლევან თორიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა,რომ „მანიფესტაციის დროს პროვოკაციას აწყობდნენ გამგეობის წარმომადგენლები, ქართული ოცნების წევრები,რომლებმაც ბაჩო ახალაიას ცოლს მიაყენეს შეურაცხყოფა,რასაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა,თუმცა, სასამართლოს „ქართული ოცნების“ წევრები არ დაუჯარიმებია."
თორია უსამართლოდ მიიჩნევს, რომ სასამართლოს საჯარიმო სანქციები მხოლოდ მასზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში 12 აპრილს,,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭრებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ტერიტორიას გაარიდეს.
მასალის გამოყენების პირობები