რუბრიკები
წინასააღდგომო რეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
ენგურის ხიდზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ხალხის ნაკადმა იმატა.
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრების,ნოდარ იზორიას თქმით, ენგურის ხიდთან ზუგდიდში გადმოსვლის მსურველთა დიდი რიგი დგას.
მისივე სიტყვებით, ის დილაადრიან მივიდა გამშვებ პუნქტთან,თუმცა ე.წ.საზღვრის გადმოლახვა მხოლოდ 12 საათისთვის მოახერხა.
იზორია,ისევე როგორც ოკუპირებული გალის სხვა ასობით მცხოვრები დღეს ზუგდიდში სააღდგომოდ სურსათის შესაძენად მოემართება.
„გალის ბაზარში ყველაფერი ძვირია და იძულებული ვარ ზუგდიდში ჩამოვიდე პროდუქტებზე“.-ამბობს ნ.იზორია.
ზუგდიდში მიმავალი გალის რაიონის მაცხოვრებლები კამერის წინ არაფერს ამბობენ ,თუმცა,პირად საუბარში ენგურის ხიდს მიღმა არსებულ პრობლემებზე ყვებიან.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები