აფხაზმა ე.წ. სამართალდამცავებმა დღეს ერთი ქართველი გაათავისუფლეს. სოფელ ხურჩის მკვიდრი ტარიელ ბერია 8 აპრილს სოფელ ხურჩასთან დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ბრალდებოდა.
ოჯახის წევრების თქმით, მათ ჯარიმის გადასახდელი თანხა ნათესავებმა შეუგროვეს. 10 000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ ტარიელ ბერია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დილით დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები