რუბრიკები
სოფელ ორსანტიიდან ოკუპირებული ოტობაიამდე ახალი გზა დაიგება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ცენტრიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ხიდამდე მისასვლელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 4,5 კმ-იან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზუგდიდის გამგეობამ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გუშინ გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.
აღნიშნული გზის პროექტი შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“ შეადგინა.
ცნობისთვის:სოფელი ოტობაია ოკუპირებულ გალის რაიონს ესაზღვრება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები