ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქოჩუამ განუცხადა. მისივე განმარტებით, იმ დევნილებს რომლებსაც მშენებარე კორპუსში სურთ საცხოვრებელი ფართის მიღება, განცხადებების შემოტანა პირველი მაისიდან შეეძლბათ.
„გვაქვს ასევე კიდევ ერთი სიახლე: დღეიდან დაიწყო განცხადებების მიღება იმ დევნილებისგან, რომლებსაც კერძო სახლებში სურთ ცხოვრება. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად უნდა შეარჩიონ სახლი, ქალაქში უნდათ თუ სოფლში“,აცხადებს ქოჩუა.
მასალის გამოყენების პირობები