რეცეპტის ინგრედიენტები:
1.6 კილოგრამი ხაჭო (უკვე გაწურული, სუფთა წონა)
300 გრამი შაქარი
200 გრამი კარაქი
250 გრამი არაჟანი
4 ცალი კვერცხი
100 გრამი ქიშმიში
5-6 პაკეტი ვანილის შაქარი ც
ოტაოდენი წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი
მომზადების წესი
1. დაწურულ ხაჭოს ვსრისავთ მეტალის საცერში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს და შაქარს. მომზადებულ გოგლი მოგლს შევათქვიფავთ დარბილებულ კარაქს. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებთ ხაჭოს და არაჟანს. ბოლოს ვუმატებთ ვანილს, ნიგოზს და ქიშმიშს.
2. ფორმებს ჩავაწყობთ ჯამებში ან ღრმა თეფშზე, ამოვაფენთ საკმარისი ზომის სველ 2-3-ფენა მარლას და შემდეგ ჩავასხამთ მასში მიღებულ მასას. მარლას გადმოვწევთ გვერდებიდან და „მოვუკრავთ“ თავს. მასა ოდნავ მეტი უნდა იყოს – თავის მოკვრისას სითხე ქვემოთ ჩადის და პასკა მოცულობაში მცირდება. ზემოდან დავადებთ ბრტყელ ქვას ან რაიმე სიმძიმეს, რომ სითხე გაუვიდეს. დროდადრო ამ სითხეს ვღვრით. ბოლოს, როცა ცოტა დარჩება, ქაღალდის ხელსახოცით ამოვაშრობთ.
თუ ფორმა არ გაქვთ, მაშინ იღებთ არაჟნის ან მაწვნის 500 ან 250 გრამიან პლასტიკის ქილებს, აჭრით ქვემოდან მხოლოდ ძირს და მიღებულ „ცილინდრს“ გამოიყენებთ ფორმად. ძირის მოჭრა იმისათვისაა აუცილებელი, რომ სითხე გარეთ გამოვიდეს.
მირთმევის წინ გადახსნით ზემოდან მარლას, დაახურათვ თეფშს და ამოაბრუნებთ მასზე. შემდეგ მოხსნით ფორმას და მარლას.
გემრიელად მიირთვით! ნამდვილად უგემრიელესია!
მასალის გამოყენების პირობები