ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებმა, გამგეობის სამსახურებმა და სოფლის რწმუნებულებმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი დახმარება მიიღეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება, გამგეობის მოთხოვნით, ზუგდიდის საკრებულომ 11 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცნობისთვის:ზუგდიდის გამგეობა, დღესასწაულებთან დაკავშირებით, ერთი თვის ხელფასს გატოლებულ ფულად დახმარებას წელიწადში ხუთჯერ გასცემს.
მასალის გამოყენების პირობები