Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/panetone.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/panetone.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/panetone.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/panetone.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
იტალიური პასკა, ანუ პანეტონე
ინგრედიენტები: 1/3 ჭიქა თბილი წყალი(45C°) 2 შეკვრა მშრალი აქტიური საფუარი 4 ჭიქა ფქვილი 1/2 ჭიქა თბილი რძე 2/3 ჭიქა შაქარი 4 კვერცხი+3 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 12 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი 2 ჭიქა ცუკატები(სხვა და სხვა სასურველი ხილის) 2 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ლიმონის კანი 2 სუფრის კოვზი გახეხილი ფორთოხლის კანი 2 სუფრის კოვზი დამდნარი კარაქი 1 სუფრის კოვზი ნაღები
1) მცირე ზომის თასი გამოავლეთ ცხელი წყლით. ჩაასხით 1/3 ჭიქა თბილი წყალი და ჩაუმატეთ ერთი შეკვრა საფუარი. მისი წყალში გახსნის შემდეგ ჩაუმატეთ 1/2 ჭიქა ფქვილი, შეფუთეთ და გადადგით 30 წუთით, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. შემთბარ რძეს მოაფრქვიეთ დარჩენილი საფუარი და გადადგით, სანამ კარგად გაიხსნება. ამასობაში ერთმანეთს ცალკე შეურიეთ შაქარი, ოთხი კვერცხი, ორი კვერცხის გული და ვანილი. ჩაუმატეთ ჯერ რძიანი, შემდეგ ფქვილიანი მასა და შეურიეთ კარგად. 2) ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და დარჩენილი 3 1/2 ჭიქა ფქვილი ფხვიერი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა ჩაუმატეთ ცომის მასას და 3-4-ჯერ სწრაფად მოურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ცუკატები და ციტრუსების გახეხილი კანი. გადაიტანეთ ცომი ცხიმმოსხმულ თასში, დაფარეთ კულინარიული ცელოფნით და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით(საჭიროა, რომ გაორმაგდეს ცომის მოცულობა). 3) სამ ცალ 7.5სმ ზომის ქაღალდის საცხობ ფორმას შიგნიდან მოაცხეთ 2 სუფრის კოვზი მდნარი კარაქი. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და მოზილეთ რამდენიმე წამით. შემდეგ დაყავით ის სამ ნაწილად და აგორგოლავეთ თითოეული ბურთის ფორმის მიღებამდე. მოათავსეთ ისინი ფორმებში და განალაგეთ ერთმანეთისგან 10-10სმ დაშორებით საცხობ ფირფიტაზე. კვლავ გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 2 საათით. 4) გააცხელეთ ღუმელი 200C-მდე(400F). დანის გამოყენებით პასკებს ზემოდან ორი ერთმანეთის მკვეთი ზოლი გაუკეთეთ (X-ის ფორმად). დარჩენილი 1 კვერცხის გული შეურიეთ ნაღებს და წაუსვით პასკებს. საცხობი ფირფიტა შედგით ღუმელის ცენტრში, დაუწიეთ ტემპერატურას 190C-მდე(375F) და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ პასკები ძალიან შეყავისფერდებიან ზევიდან, მაშინ ფოლგა უნდა გადააფაროთ. თქვენი პანეტონე გამომცხვარია, თუ ცენტრში ჩარჭობილ ხის ჩხირს ცომი არ ამოყვება ამოღებისას. დადგით ცხაურზე გასაცივებლად. გემრიელად მიირთვით! მსგავსი თემები:  ხაჭოს პასკა უგემრიელესი სააღდგომო კულიჩი სააღდგომო კვერცხები ფერადი გულით პასკა ლიმონით ხაჭოს პასკა კაკლის მურაბით კულიჩი ნუშით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.