რეჟისორი დენი ბოილი (Danny Boyle), ცნობილი ფილმებით ნემსზე (Trainspotting), მილიონები (Millions), პლიაჟი (The Beach), რომელთანაც Sony Pictures მოლაპარაკებებს აწარმოებს Apple-ის დამფუძნებლის ბიოგრაფიის ეკრანიზაციის შესახებ, სტივ ჯობსის როლზე ლეონარდო დი კაპრიოს კანდიდატურას განიხილავს.
Hollywood Reporter-ის წყაროს მიხედვით, ოფიციალური კონტრაქტები ჯერ არ არის ხელმოწერილი, იმ დროს, როდესაც დი კაპრიომ უკვე განაცხადა თანხმობა გონსალეს ინიარიტუს ფილმში The Revenant ("მოჩვენება") მონაწილეობაზე, რომლის გადაღება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
სტივ ჯობსზე შექმნილი ახლი ფილმის პროდიუსერი სკოტ რუდინია, სცენარის ავტორი - არონ სორკინი.
2013 წელს გაქირავებაში უკვა გამოჩნდა ერთი ფილმი, Apple-ის დამაარსებლის შესახებ, "ჯობსი: ცდუნების იმპერია" რომელშიც მთავარი როლი ეშტონ კატჩერმა შეასრულა, თუმცა ის ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები